Thursday, June 21, 2012

ხის სახლი - შენი ცოცხალი სახლი!

წავიდა ის დრო, როცა ხის სახლი ითვლებოდა არაპრაქტიკულად. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მივაღწიოთ ხარისხის ისეთ დონეს, რომელიც მთელი რიგი მონაცემებით არ ჩამოუვარდება აგურისგან ან ბეტონისგან აშენებულ სახლს. კედლის მასალად შეიძლება გამოვიყენოთ პროფილირებული ძელი ან ცილინდრული მორი.
ხის კედელი გამოირჩევა სითბოს გაუმტარებლობით, ის ზამთარში ინარჩუნებს სითბოს, ზაფხულში კი სიგრილეს. სათავსოდან გამოყოფს ზედმეტ ტენს, აკონტროლებს ტენიანობის დონეს ექსპლუატაციის ნებისმიერ პერიოდში. კონსტრუქციის სიმსუბუქის გამო ის მოითხოვს შესაბამისად შედარებით არამასიურ და იაფ საძირკველს. საჭიროებს მცირე დანახარჯს სათავსოს გათბობაზე და კონდიცირებაზე. ყველაზე დიდი პლიუსი ხის სახლის არის ეკოლოგიურობა.
სახლი მთლიანი მორისგან - ეს თქვენი ცოცხალი სახლია!

http://merqani.ge/

No comments:

Post a Comment